Amea folklor institutu


ჰარუნ ჩიმქე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი, haruncimke@ibsu edu.ge



Download 40,44 Mb.
bet98/295
Sana21.02.2022
Hajmi40,44 Mb.
#16416
1   ...   94   95   96   97   98   99   100   101   ...   295
ჰარუნ ჩიმქე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი, haruncimke@ibsu edu.ge
სახელის განსაზღვრის განსხვავებული სისტემა
ქართულსა და თურქულში
ენათა ტიპოლოგიის თვალსაზრისით, სახელის განსაზღვრის სისტემა ისეთი ენებისათვის, როგორიცაა ქართული და თურქული, ერთ-ერთი საინტერესო საკითხია.
ქართულ ენაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველების ნაწილები: არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელები და ნაცვალსახელები. ამათგან ძირითადია არსებითი სახელი, რადგან იგი აღნიშნავს რეალურად არსებულ საგანს, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება დახასიათდეს ნიშან-თვისების, რაოდენობის, კუთვნილებისა და მსგავსი ნიშნებით. სხვა სახელები (ზედსართავი, რიცხვითი სახელი და ნაცვალსახელი) მეტწილად გამოიყენება არსებითთან ერთად და განსაზღვრავს მას. ასეთ შემთხვევაში იქმნება მსაზღვრელ-საზღვრულის წყვილი, რომელშიც არსებითი სახელი ყოველთვის საზღვრულია, მათთან დაკავშირებული ზედსართავი, რიცხვითი სახელი და ნაცვალსახელი კი – მსაზღვრელი (შანიძე ა., 1973: 81; ჩიქობავა არნ., 1979: 185-186; კეკელია შ., დავითიანი აკ., 1981: 161-162).
საზოგადოდ, ქართულ ლინგვისტიკაში გამოიყოფა ორგვარი მსაზღვრელი: ატრიბუტული და სუბსტანტიური. ატრიბუტული მსაზღვრელი გადმოცემულია ზედსართავი სახელით ან საზღვრულთან ზედსართავისებრ შეწყობილი არსებითით, ნაცვალსახელით, რიცხვითი სახელითა და სახელზმნით: ლამაზი გოგო, ზღვა ხალხი, ჩვენი სახლი, სამი მეგობარი, გახარებული დედა... ნათესაობით ბრუნვაში მდგარი არსებითი სახელის (ან მასთან გათანაბრებული სიტყვის) მეშვეობით არის გადმოცემული სუბსტანტიური მსაზღვრელი, რომელიც მეტწილად გამოხატავს მასალას, კუთვნილება-დანიშნულებას: ხის კოვზი, ამხანაგის წიგნი, ქორწინების სახლი... (არნ. ჩიქობავა, 1998: 41; შ. კეკელია, აკ. დავითიანი, 1981: 161-162).
ქართულში არსებობს მსაზღვრელ-საზღვრულის ორგვარი წყობა: პირდაპირი და შებრუნებული. ახალი ქართულისათვის ძირითადია პირდაპირი წყობა, შებრუნებული შედარებით იშვიათია (შანიძე ა., 1973: 91; არნ. ჩიქობავა, 1998: 41).
კიდევ არის შემთხვევები, როცა მსაზღვრელ-საზღვრული უშუალოდ კი არ მოჰყვება ერთმანეთს, არამედ ისინი გათიშულია სხვა ერთი ან რამდენიმე სიტყვით. ასეთ მსაზღვრელს გათიშული მსაზღვრელი ჰქვია: შაქრიანს ეტყვის სიტყვასა, მწვანეს ეწვდება ფოთოლსა... (შანიძე ა., 1973: 93; ჩიქობავა არნ., 1998: 42).
მსაზღვრელი იშვიათად შეიძლება განმარტოებულიც იყოს. ეს ხდება მაშინ, როცა გამოტოვებულია საზღვრული წევრი. მაგალითად, ძმის წერილს ველოდები, ამხანაგისას – არა (შანიძე ა., 1973: 96; არნ. ჩიქობავა, 1998: 45).
სახელის განსაზღვრის განსხვავებული სისტემაა თურქულში, სადაც სახელის განსაზღვრისა და კუთვნილებითი ნაცვალსახელის კატეგორიები ნათესაობით ბრუნვასთან კავშირში განიხილება (Karaağaç G., 2011, 207). ბრუნვათა რაოდენობასთან დაკავშირებით თურქ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. საერთოდ მიღებული შეხედულებების მიხედვით ახალ თურქულში რვა ბრუნვაა. თურქ ენათმეცნიერთა ერთი ჯგუფი ნათესაობით ბრუნვას არ მიიჩნევს სრულფასოვან ბრუნვად. ამას ხელს უშლის ის, რომ, გარდა ნათესაობითისა, ყველა ბრუნვა აკავშირებს სახელს ზმნასთან. ნათესაობითი ბრუნვა მხოლოდ სახელს აკავშირებს სხვა სახელთან და წინადადებაში ძირითადად სახელის განსაზღვრის ფუნქციას ასრულებს. მიაჩნიათ, რომ ნათესაობითი ბრუნვა უნდა განიხილებოდეს სხვა გრამატიკულ კატეგორიაში (Karahan L., 1999: 608-610; Buran A., 1999: 268-269).
ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი თითქმის მსოფლიოს ყველა ენაში სახელის განსაზღვრისას გამოიყენება მსაზღვრელის ნიშნად. თურქული ენა სახელის განსაზღვრის თვალსაზრისით ბევრად განსხვავდება არა მარტო ქართული, არამედ სხვა ენებისგანაც. თურქულ ენაში სიტყვათა დამაკავშირებელ ელემენტებად გამოყენებულია როგორც ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი, ასევე კუთვნილებითი ნაცვალსახელის ნიშნები (Karaağaç G., 2011: 207-208).
თურქულში სახელის განსაზღვრისათვის ძირითადად გამოიყოფა სამი იზაფეტი (სახელის განსაზღვრის ფორმათა ნაირგვარობა) (Karahan L., 2009: 270; Hengirmen M., 1999: 44).
I იზაფეტში მსაზღვრელი ნათესაობითი ბრუნვის ნიშნით არის წარმოდგენილი, საზღვრულს კი დართული აქვს კუთვნილებითი ნაცვალსახელის III პირთან მიმართების გამომხატველი სუფიქსები (-ı, -i, -u, -ü – თანხმოვანფუძიანებთან, -sı, -si, -su, -sü – ხმოვანფუძიანებთან): საქართველოს დედაქალაქი – Gürcistan’ın başkenti, მასწავლებლის მანქანა – öğretmenin araba... თურქულში I იზაფეტის დროს ყველაფერი არის დაკონკრეტებული (იქვე);
II იზაფეტში შემავალი ორი სახელიდან მსაზღვრელი ფუძის სახით არის, საზღვრულს კი დართული აქვს კუთვნილებითი ნაცვალსახელის სუფიქსები: კედლის საათი – duvar saati, ტანსაცმლის კარადა – Elbise dolabı... ასეთი კონსტრუქცია ზოგად კუთვნილებას გამოხატავს (იქვე);
III იზაფეტში სულ მცირე სამი სახელი მაინც მონაწილეობს. მსაზღვრელი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფუძის სახით, შეიძლება ნათესაობით ბრუნვაშიც იყოს ჩასმული, საზღვრულს კი აქაც დართული აქვს კუთვნილებითი ნაცვალსახელის მესამე პირთან მიმართების გამომხატველი სუფიქსები (III იზაფეტი = I/II იზაფეტი + ნათ. ბრ. ნიშ. + კუთვნ. ნაცვალსახ. სუფიქსიანი II საზღვრული): ბაბუაჩემის ბაბუას ბაბუა – Dedemin dedesinin dedesi, რკინის კარის სახელური – Demir kapının kolu... (იქვე);
თურქულში არის ფორმები, რომელთაც არც მსაზღვრელის ნიშანი აქვს და არც საზღვრულისა: Altın saat – ოქროს საათი, Ahşap ev – ხის სახლი, Demir Kapı – რკინის კარი... ამგვარ ფორმებს ზოგიერთი მეცნიერი IV იზაფეტს უწოდებს. ამ კონსტრუქციაში მსაზღვრელი ზედსართავი სახელისაგან, ხოლო საზღვრული არსებითი სახელისაგან არის წარმომდგარი (Ergin M., 2009: 380).
თურქული სახელის განსაზღვრების სისტემის ქართულთან შედარებისას თავს იჩენს როგორც საერთო, ასევე და განსხვავებული მხარეები. შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე საერთო.
სახელის განსაზღვრის მიხედვით, ქართულის ატრიბუტულმსაზღვრელიანი კომპონენტი თურქულის უნიშნო იზაფეტის მსგავსია. ორივე შემთხვევაში მსაზღვრელ-საზღვრულს არ დაერთვის ნიშნები. მაგალითად, ლამაზი გოგო – güzel kız, დიდი სახლი – büyük ev, სამი მეგობარი – üç arkadaş, გახარებული დედა – sevinçli anne... აღნიშნულ მაგალითებს თურქულშიც ატრიბუტული განსაზღვრის მნიშვნელობა აქვს, თუმცა ზოგიერთი ფორმის ქართულად გადათარგმნისას იქმნება განსხვავებული ვითარება: თურქულის ზოგიერთ ფორმას, რომლებიც უნიშნოდ არის მოცემული, ქართულში ნათესაობით ბრუნვაში ჩასმული სახელი, სუბსტანტიური მსაზღვრელი შეესაბამება. მაგალითად, Altın saat – ოქროს საათი, Ahşap ev – ხის სახლი, Demir Kapı – რკინის კარი. სამივე ფორმა თურქულში უნიშნოა: Altın saat = ოქრო საათი, Ahşap ev = ხე სახლი, Demir Kapı = რკინა კარი (შდრ.: ქართ. ჭიქა წყალი).
ასევე ქართულის მსგავსად თურქულშიც მსაზღვრელ-საზღვრული ზოგჯერ უშუალოდ არ მოჰყვება ერთმანეთს. შეიძლება ისინი გათიშული იყოს სხვა ერთი ან რამდენიმე სიტყვით (Karahan L., 2005: 43). მაგალითად, Dedemin büyük bahçeli evi – ბაბუაჩემის დიდ ეზოიანი სახლი. ამ წინადადებაში Dedemin evi (ბაბუაჩემის სახლი) არის მსაზღვრელ-საზღვრულის წყვილი, რომელიც ქართულის მსგავსად სხვა სიტყვებით (büyük bahçeli) არის გათიშული.
თურქულშიც შეიძლება იყოს მსაზღვრელ-საზღვრულის ორგვარი წყობა: პირდაპირი და შებრუნებული, ოღონდ ეს საკითხი, ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურისაგან განსხვავებით, ცალკე არ არის გამოყოფილი. თურქულ ენაში პირდაპირი წყობა ჩვეულებრივად გამოიყენება, შებრუნებული კი ძირითადად მწერალთა ენაში გვხვდება. მაგალითად, Ana babanın şefkati bitmez – მშობლების ლმობიერება უსაზღვროა > Bitmez şefkati ana babanın – უსაზღვროა ლმობიერება მშობლებისა...
ქართულსა და თურქულში სახელის განსაზღვრის განსხვავებულ მხარეებზე საუბრისას ცალ-ცალკე არის გასათვალისწინებელი მსაზღვრელი და საზღვრული. საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრის სისტემაში თურქული ენის საზღვრული ყველგან ითხოვს კუთვნილებითი ნაცვალსახელის III პირთან მიმართების გამომხატველ სუფიქსებს (-ı, -i, -u, -ü – თანხმოვანფუძიანებთან, -sı, -si, -su, -sü – ხმოვანფუძიანებთან), რაც ქართულისათვის უცხოა. თურქულისაგან განსხვავებით ქართულში საზღვრულს სპეციალური ნიშანი (ბრუნვის ნიშნის გარდა) არ გააჩნია: მისი მეგობარი – Onun arkadaşı, ნინოს ყვავილი – Nino’nun çiçeği, გაზეთის გვერდები – Gazetenin sayfaları... რაც შეეხება მსაზღვრელს, თურქულში ძირითადად ყურადღება ექცევა თვით მსაზღვრელის სემანტიკურ მხარეს, კერძოდ, იმას, კონკრეტულია ის თუ ზოგადი. კონკრეტულის შემთხვევაში მსაზღვრელს ერთვის ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი. ამით უკვე მოლაპარაკე ადამიანებისთვის ცნობილია, კონკრეტულად ვისზე ან რაზე არის საუბარი, ხოლო ზოგადში მსაზღვრელი ფუძის სახით არის წარმოდგენილი და არ აღნიშნავს რაიმე კონკრეტულობას. მაგალითად: Yatak oda – საძინებელი ოთახი, Gürcüce dersi – ქართულის გაკვეთილი, dostluk köprü – მეგობრობის ხიდი...
როგორც აღინიშნა, ქართულში მსაზღვრელი იშვიათად შეიძლება განმარტოებულიც იყოს. ეს ხდება მაშინ, როცა გამოტოვებულია საზღვრული წევრი. თურქულში ეს პირიქით არის: მსაზღვრელის მაგივრად შეიძლება განმარტოებული იყოს საზღვრული, რადგან საზღვრულზე დართული კუთვნილებითი ნაცვალსახელის III პირთან მიმართების გამომხატველი სუფიქსები მსაზღვრელს თავისთავად გულისხმობს. მაგალითად, წინადადებაში – Annesi onu çok seviyor (დედამისს ის ძალიან უყვარს) – ’’Annesi’’ საზღვრულია და მსაზღვრელის გარეშეც გასაგები არის.
ქართულ ენაზე გამოცემული თურქული ენის სახელმძღვანელოებში თურქულის განსაზღვრის სახეობები ოდნავ განსხვავებულადაა განხილული, კერძოდ: ირინე გოცირიძის წიგნში („თურქული ენის სახელმძღვანელო“, თბ., 2003) ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თურქული ენის გრამატიკული ლიტერატურის მიხედვით III იზაფეტად ცნობილი სახელის განსაზღვრის ვარიანტი, რომელსაც ორი ან მეტი მსაზღვრელი ახლავს, საერთოდ არ არის მოცემული. მაგალითად, საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა – Gürcistan’ın jeopolitik konumu; აგრეთვე ის იზაფეტი (IV), რომელიც ჯერ კიდევ სადავოა, უნდა განიხილებოდეს თუ არა იზაფეტთა რანგში (ერთი კვირა – bir hafta, მსუბუქი საჭმელი – hafif yemek), ჩვეულებრივად არის მოცემული; მეორე სახელმძღვანელოშიც („თურქული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო“), რომლის ავტორები არიან ელიდა კვანტალიანი და ნანა ჯანაშია და რომლის განახლებული ვარიანტი გამოცემულია 2009 წელს, მოხსენიებულია IV (უნიშნო) იზაფეტი, ხოლო საერთოდ არ არის მოცემული ის იზაფეტი, რომელიც თურქულში I იზაფეტად არის ცნობილი (როცა მსაზღვრელ-საზღვრულის ორივე ფორმა ითხოვს შესაბამისი ნიშნის დართვას). მაგალითად, სახლის კარი – evin kapı, მეზობლის მანქანა – komşunun araba, თურქეთის დედაქალაქი – Türkiye’nin başkenti... ორივე წიგნში მოცემულია თურქული ენის სახელის განსაზღვრის სამი სახეობა: 1) I, II, IV იზაფეტი (გოცირიძე ი., 2003: 36-38); 2) II, III, IV იზაფეტი (კვანტალიანი ე., ჯანაშია ნ., 2009: 40-44).
თურქულად მოლაპარაკე ქართველი ზემოთ აღნიშნული კონსტრუქციების დროს ხშირად უშვებს შეცდომას, მაგალითად, საზღვრულს კუთვნილებითი ნაცვალსახელის სუფიქსს არ ურთავს და, პირიქით, ქართულად მოლაპარაკე თურქი ცდილობს დაურთოს ეს ნიშანი. ამ კატეგორიათა გამოყენებისას თავჩენილი წინააღმდეგობები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის განსაზღვრის გადმოცემის თავისებურებათა შესწავლა ქართულ-თურქული ენობრივი ურთიერთობების კვლევისას.

Download 40,44 Mb.

Do'stlaringiz bilan baham:
1   ...   94   95   96   97   98   99   100   101   ...   295




Ma'lumotlar bazasi mualliflik huquqi bilan himoyalangan ©hozir.org 2024
ma'muriyatiga murojaat qiling

kiriting | ro'yxatdan o'tish
    Bosh sahifa
юртда тантана
Боғда битган
Бугун юртда
Эшитганлар жилманглар
Эшитмадим деманглар
битган бодомлар
Yangiariq tumani
qitish marakazi
Raqamli texnologiyalar
ilishida muhokamadan
tasdiqqa tavsiya
tavsiya etilgan
iqtisodiyot kafedrasi
steiermarkischen landesregierung
asarlaringizni yuboring
o'zingizning asarlaringizni
Iltimos faqat
faqat o'zingizning
steierm rkischen
landesregierung fachabteilung
rkischen landesregierung
hamshira loyihasi
loyihasi mavsum
faolyatining oqibatlari
asosiy adabiyotlar
fakulteti ahborot
ahborot havfsizligi
havfsizligi kafedrasi
fanidan bo’yicha
fakulteti iqtisodiyot
boshqaruv fakulteti
chiqarishda boshqaruv
ishlab chiqarishda
iqtisodiyot fakultet
multiservis tarmoqlari
fanidan asosiy
Uzbek fanidan
mavzulari potok
asosidagi multiservis
'aliyyil a'ziym
billahil 'aliyyil
illaa billahil
quvvata illaa
falah' deganida
Kompyuter savodxonligi
bo’yicha mustaqil
'alal falah'
Hayya 'alal
'alas soloh
Hayya 'alas
mavsum boyicha


yuklab olish