Amea folklor institutu



Download 40,44 Mb.
bet278/295
Sana21.02.2022
Hajmi40,44 Mb.
#16416
1   ...   274   275   276   277   278   279   280   281   ...   295

ნოველა „იმამ შამილ“ საოცარი, გრიგოლ რობაქიძის ენისათვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით არის დაწერილი. თხრობის დაძაბული და მაჟორული ტონი მკითხველს არა მხოლოდ აზრობრივად და სახეობრივად შეაგრძნობინებს კავკასიურ შეუდრეკელობას და სულიერ ძლიერებას, არამედ აქცევს მას მის თანაზიარად. მწერალი ახერხებს კავკასიური ფენომენის არსის–თავისუფლების უდიდესი სიყვარულის-მიტანას მკითხველამდე. ავტორს თითქოს ავართა აულებში შევყავართ. ის არა გარედან, არამედ

შიგნიდან გვანახებს კავკასიის გამუდმებულ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ.

მწერალი თხრობას იწყებს ჩამავალი მზის სიმბოლიკით, რომელიც რაღაც დიადის დასასრულს გამოხატავს. დაისი ნაიბთა გონებაში ამყარებს ფიქრს დაზავებაზე. მაგრამ, ფაქტია, რომ ამის გახმოვანება და შამილის ყურამდე მიტანა არავის ძალუძს. ერთადერთი საშუალებაა მიმართონ დედას, რომელსაც შვილი, როგორც პატივისმცემელი მშობლისა, მოუსმენს. მაგრამ, როგორ შეხვდება იმამი თავად ამბავს, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის წარმოდგენა ნაიბთათვის საკმაოდ პრობლემურია.

ლიმინალური თეორიის მიხედვით დედასთან საუბრის შემდეგ შამილის პიროვნებაში იწყება პირველი ფაზა: ის უნდა მოსწყდეს თავის წიაღს, გაემიჯნოს ერთიან მთელს: (ნაიბებსა და დედას), როგორც ფიზიკურად ასე სულიერად. რადგან მათი წინადადება ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ბელადისათვის.

შამილი თავის მშობლიურ არსში უცხოდ უნდა გადაიქცეს. მისი პიროვნება ეგზისტენციური მყოფობით პრელიმინალურ კონდიციაში ექცევა. ავტორი წერს: ,,დედამ ნელი დათუთქული ხმით გადასცა შვილს ნაიბთა გულნადები. შეჩერდა ათრთოლებული. შამილმა მოხედა დედას–დედა ატორტმანდა. ავი ცეცხლი აკიაფდა შვილის თვალებში ერთი წუთით. დედა შიშმა აიყვანა. შვილი აღარ იყო მისი შვილი, იგი უცხო იყო, სხვა, სულ სხვა.“ [რობაქიძე 2008:]


გრიგოლ რობაქიძის სტილური თავისებურებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბელადი ხდება უცხო, სხვა. უცხოს ფენომენი მწერალს განსაკუთრებით აინტერესებდა. პიროვნებაში გაუცხოების ფაქტორის დაშვება მას საშუალებას აძლევდა მოვლენები უცხოს თვალით გაეაზრებინა. ადამიანის ნებელობაში ერთდროულად არსებული პიროვნული და უცხოური ყოფის მრავალფეროვნებისა და ერთიანობის გამომხატველია. ასეთი მწერლური დეტალი გრიგოლ რობაქიძის სხვცა თხზულებებშიც ფიქსირდება. განსაკუთრებით ,,გველის პერანგში“, სადაც მთავარი გმირი რომ ერთ არსად იქცეს, მასში არსებული ,,თავისი“ და ,,უცხო“ უნდა შეერწყას ერთმანეთს. ასე ხდება განსახილველ ნოველაშიც. შამილი უნდა მივიდეს ზღვრულ მდგომარეობამდე, მაგრამ ამისათვის მან ერთგვარი დერეფანი უნდა გაიაროს. გადასასვლელის, ანუ ლიმინალურში შეღწევის გზა პერსონაჟისათვის ორ ძირეულ საყრდენზე გაივლის. ერთი, ეს არის წლების წინ განცდილი ფიზიკური ტკივილი, რომელიც ბრძოლაში მიღებულმა ჭრილობამ გამოიწვია და მეორე– ბავშვებთან შეხვედრა. შამილს კარგა ხნის მორჩენილი იარა უახლდება, თუმცა ამ შემთხვევაში მისი სულიერი ტკივილი იმდენად მძაფრია, რომ მას ფიზიკურად შეიგრძნობს. ბავშვებთან ურთიერთობა კი ამძაფრებს ,,უცხოს“ შეგრძნებას: „შამილი შენცა გძლევს“–ეს სიტყვა არ ეშვებოდა მის სმენას. თავის თავი გაორებულად ეჩვენებოდა. ეს მხედარი, ეხლა ცხენს რომ მიაგელვებს, იგია თვითონ: შამილი. ამავე დროს იგი სხვაცაა. შამილს სძლევს იგი „სხვაა?“ დეე, სძლიოს, ოღონდ მტერი სძლიოს!.. მინავარდობდა შამილი და გრძნობდა თან: ის „მეორე“, ის „სხვა“, ის მრევი ყველასი–მის არსში იზრდებოდა, როგორც ენგადი ამოხატულ წყაროს ტანში. ერთი ლელო კიდევ და: ამოშრეტილი ტანი აივსო. შამილში თითქოს ის „მეორე“ იშვა, ის „სხვა“, ის მრევი ყველასი. აღარ იყო სიღრუე, აღარ იყო გაორება. მრთელ იქმნა შამილ! გაჰქრა ის ტკივილიც, სრულიად“ [რობაქიძე 2008:].
პერსონაჟი უნდა გაორდეს, გამოეყოს თავის თავს და კვლავ გამთლიანდეს. ეს პროცესი მის პიროვნებაში ამზადებს ლიმინალურ ფაზაში გადასვლას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმამი ამ მდგომარეობაში უკვე საკუთარ არსში გაჩენილ ,,უცხოსთან“ შერწყმული შედის.
ნოველაში ლიმინალური თეორიის მეორე ფაზა უფალთან ურთიერთობაში ვლინდება. პერსონაჟი უნდა მიეახლოს საკრალურს. ის შინაგანად ამისათვის მზადაა; შამილი ხვდება სულიერი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. მან უნდა შეიგრძნოს უფალი, გაუხსნას გული და იგრძნოს მისი ნება. ამ შემთხვევაში იმამი როგორც ფიზიკურად, ასე სულიერად აბსოლუტურად გამოყოფილია თემისაგან. ლიმინალური მდგომარეობის დროს მას აღარა აქვს დროისა და სივრცის შეგრძნება, რადგან მიეახლება საკრალურს (ღვთაებრივს), ერწყმება მას და უფლის წიაღში შეიგრძნობს საკუთარი არსებობის საზრისს. სალოცავიდან გამოსული შამილი ჯერ კიდევ მარგინალურ მდგომარეობაშია, თუმცა მისი ნება საოცრად მყარია. ის მზადაა საკუთარი ზურგით ზღოს თავისივე სასჯელი და როცა იმამი სხეულს იშიშვლებს, რომ მიიღოს სახრე, ამ წუთიდან იწყება მისი გამოსვლა ლიმინალური მდგომარეობიდან და დაბრუნება, გაერთიანება თემთან.
შამილის ინკორპორაციის რიტუალი, ანუ შერწყმა ახალ სამყაროსთან ნოველის აპოთეოზია. ბელადის ქმედების შედეგად თემი თვისებრივად განახლებულია. თუ ,,პრელიმინალურ“ ფაზაში სოციუმის დაშლას იწყებს ზავზე ფიქრი და მისი ხმამაღლა განცხადება, ახლა იგივე სოციუმი კვლავ ერთიან მთელად იკვრება და ერწყმება იმამს. „მარჯი იმამს! იმამი იდგა უძრავი. ფითრი სცილდებოდა, ღვივდებოდა, სახე ეხსნებოდა, ხოლო არას იტყოდა. ხალხი ირეოდა აღტაცებით. ბნელი, ქვეფენილი ბუნებისაგან, საცა უპიროვნო ელემენტები თესლეულ თვლემენ, თრობის ღმერთი იშვოდა, ზღვარგადამლახველი: დიონისო. იშვოდა: ცალკეულ თვითეულში და ერთობლივ ყველაში. შამილიც იშვოდა იგი–ხოლო რაინდი ზღვარზე თავს იკავებდა დაძაბული“ [რობაქიძე 2008:].
პოსტლიმინალურ ფაზაში პერსონაჟი ბრუნდება ახალ სამყაროში. მის თვისებრივ სიახლეს განაპირობებს ინკორპორაციის რიტუალი, რომელიც ეფუძნება საკრალურის შეცნობას და გულისხმობს გაერთიანებას. შამილი მიიჩქარის ხრამისაკენ. თითქოს ცხენი და კაცი გაერთებულა. მხედრისა და მერნის ერთობლივი ნება ამარცხებს უფსკრულს. ბედი მისია, ვინც გამბედავია. შამილისა და ნაიბთა ერთობლივი ნება კი არა მარტო უფსკრულის შიშის შეგრძნებას ძლევს, არამედ მასში სიმბოლურად გასაგნებული მტრის ძლიერებას. მთავარი პერსონაჟი კვლავ გაერთიანებულია თემმთან, მაგრამ აქ არის ერთი უარსებითესი ნიშანი: როგორც პიროვნება, ისე მისი საზოგადოება თვისებრივად გაახლებულია, ანუ აღარ არის ისეთი, როგორიც ნოველის დასაწყისშია, რადგან იმამმა გაიარა სიკვდილ-სიცოცხლის ლიმინალური ზღვარი, იხილა შემოქმედი და მასთან ზიარებით მიღებული სიმტკიცისა და ერთიანობის იდეა თავის სოციუმსაც გადასდო.

Download 40,44 Mb.

Do'stlaringiz bilan baham:
1   ...   274   275   276   277   278   279   280   281   ...   295




Ma'lumotlar bazasi mualliflik huquqi bilan himoyalangan ©hozir.org 2024
ma'muriyatiga murojaat qiling

kiriting | ro'yxatdan o'tish
    Bosh sahifa
юртда тантана
Боғда битган
Бугун юртда
Эшитганлар жилманглар
Эшитмадим деманглар
битган бодомлар
Yangiariq tumani
qitish marakazi
Raqamli texnologiyalar
ilishida muhokamadan
tasdiqqa tavsiya
tavsiya etilgan
iqtisodiyot kafedrasi
steiermarkischen landesregierung
asarlaringizni yuboring
o'zingizning asarlaringizni
Iltimos faqat
faqat o'zingizning
steierm rkischen
landesregierung fachabteilung
rkischen landesregierung
hamshira loyihasi
loyihasi mavsum
faolyatining oqibatlari
asosiy adabiyotlar
fakulteti ahborot
ahborot havfsizligi
havfsizligi kafedrasi
fanidan bo’yicha
fakulteti iqtisodiyot
boshqaruv fakulteti
chiqarishda boshqaruv
ishlab chiqarishda
iqtisodiyot fakultet
multiservis tarmoqlari
fanidan asosiy
Uzbek fanidan
mavzulari potok
asosidagi multiservis
'aliyyil a'ziym
billahil 'aliyyil
illaa billahil
quvvata illaa
falah' deganida
Kompyuter savodxonligi
bo’yicha mustaqil
'alal falah'
Hayya 'alal
'alas soloh
Hayya 'alas
mavsum boyicha


yuklab olish