Amea folklor institutu



Download 40,44 Mb.
bet194/295
Sana21.02.2022
Hajmi40,44 Mb.
#16416
1   ...   190   191   192   193   194   195   196   197   ...   295
როინ ყავრელიშვილი
ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯის რექტორი
ახალციხის და არდაგანის უნივერსიტეტების პროფესორი
რამდენიმე თურქული დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ*
(1921-1922)
A Couple of Historical Documents on Georgıan History in Turkish
Roin Kavrelishvili
Sixteen historical documents have been examined on the history of Georgia in our academic research.These documents have been barrowed from the archives of Turkish General Staff History of Military and Strategic Studies Directorate. These historical documents are very important for the history of Georgia.
სტატიაში მოკლედ არის განხილული თურქეთის სამხედრო ისტორიული დოკუმენტების კვლევების ჟურნალში გამოქვეყნებული 17 დოკუმენტი. ისინი წარმოადგენენ ანკარის მთავრობის შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, გენერალური შტაბს, აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას, მე-3 და მე-13 დივიზიების მეთაურობას შორის მომოწერის დეპეშებს და შიფროგრამებს.
აღნიშნული დოკუმენტები თურქეთის სამხედრო გენერალური შტაბის ისტორიისა და სტრატეგიული კვლევების სამმართველოს არქივში მოიძიეს და ოსმალურიდან თანამედროვე თურქულზე თარგმნეს სამხედრო ისტორიის კვლევის კომისიის თანამშრომლებმა ჰულია თოქერმა და გულჰან ბარლასმა.
გამოქვეყნებულია დოკუმენტების ოსმალური ასლები, ტექსტის სრული ასლი შესრულებული ლათინური შრიფტით და სრული თარგმანი თანამედროვე თურქულ ენაზე.
ყველა ეს დოკუმენტი წარმოადგენს უშუალო წყაროს იმ პერიოდის საქართველოს ისტორიის საკითხების შესასწავლად. დოკუმენტები პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
პირველი ხუთი დოკუმენტი წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისადმი.
17. 07. 1921 წლით დათარიღებულ სამ დოკუმენტს ხელს აწერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი სუადი. პირველში იგი 17. 07. 1921 წელს ბათუმის საკონსულოდან მიღებულ ინფორმაციას ატყობინებს და აღნიშნავს, რომ წინა საღამოს 260 კაციანი ქართული ბატალიონი ბათუმში ჩავიდა და თავდაცვითი ნაგებობების ზარბაზნები ქალაქის სიღრმეში გადაიტანა[1]. ხოლო მეორეში ნათქვამია, რომ იგივე ბათუმის საკონსულოს ინფორმაციაზე დაყრდნობით 6 ივლისს ორმა ჯავშნოსანმა მატარებელმა, ერთმა 6 ვაგონით, მეორემ წითელი ჯვრის ორი ვაგონით ქუთაისის მე-12 ქართული პოლკიდან ბათუმში 200 ჯარისკაცი ჩაიყვანა[2]. მესამე დოკუმენტს დართული აქვს ბათუმის საკონსულოდან 12. 07. 1921 წ. მიღებული ხუთპუნქტიანი ინფორმაცია, რომელიც ახალციხეში საკონსულოს მიერ მივლენილ პიროვნებას ჩამოუტანია. ჩვენთვის საინტერესოა პირველი ოთხი. ამ ინფორმაციის მიხედვით: 1) 20 ივნისს რუსებმა აჭარისწყალსა და ახალციხეს შორის საზღვარზე მდგომი თავიანთი სამხედრო შენაერთები გაიყვანეს და საზღვარი 5 ივლისამდე ღია დატოვეს. შემდეგ აქ ჩადგნენ ქართული სამხედრო შენაერთები. ახალციხიდან აჭარის საზღვრამდე 10 კაციანი პოსტებია გახსნილი. ამ მონაკვეთზე სამხედროთა რაოდენობა 200-მდეა. 2) ახალციხეში სამი სახეობის რუსული სამხედრო შენაერთი იმყოფება, სულ 3-4 ათასი ჯარისკაცი. ჯარისკაცები 17-19 წლის ასაკისანი არიან. არ აქვთ საკვები და ტანსაცმელი. იხოცებიან ქოლერით. 3) საზღვრის სიღრმეში მდინარე ჭოროხსა და ბათუმისკენ მიმავალი გზა კეთდება. მაგრდება ხიდები ჯავშნიანი ტრანსპორტის გადასასვლელად. ამის გამო, ხალხს თავდასხმის შიში გაუჩნდა და მზად არის გასაქცევად. 4) რუსებმა სოფელ მუთეჯაილში* კრება ჩაატარეს და აღნიშნეს, რომ ამიერიდან ქვეყანას სამართავად ქართველებს დაუტოვებენ და თვითონ წავლენ, მათ უკვე დაიწყეს ქართველებისათვის იარაღის გადაცემა. სავარაუდოდ აქედან გასული რუსები ზანგეზორში დაბანაკდებიან[3].
22. 11. 1921 წლით დათარიღებული #3764 დოკუმენტს ხელს აწერს საგარეო საქმეთა მინისტრი იუსუფ ქემალი. იგი აღნიშნავს, რომ ბათუმის საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ბათუმში შემოვიდა რუსი ეროვნების 500 წითელარმიელი ჯარისკაცი. აქვე არის ინფორმაცია ბათუმში დისლოცირებული წითელი არმიის 25-ე, 26-ე, და 27-ე ბრიგადების შესახებ. 1-8 ნოემბრის შუალედში ბათუმში სხვადასხვა ადგილებიდან ჩასული წითელარმიელების მთლიანი რაოდენობიდან 3000 ეკუთვნის 129 - ბრიგადას, 500-მდე 75-ე ბრიგადას, 250-დე 77 -ე მეზარბაზნეთა პოლკს, 1000 ჯარისკაცი 124-ე ბრიგადას, 1200-ი 78-ე ბრიგადას და 250 179-ე ბრიგადას. ნოემბრის ბოლოსათვის ბათუმში თავი მოიყარა 12000-მდე რუსმა ჯარისკაცმა. აქედან 600 ჯარისკაცი, 14 ზარბაზანი და 2 ჯავშანმანქანა გადაიგზავნა თბილისში[4].
11. 12. 1921 წლით დათარიღებულ #628 დოკუმენტს ხელს აწერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა განყოფილების გამგე ჰიქმეთი. დოკუმენტს თან ერთვის ანკარის მთავრობის თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუჰამედ ბეგის მიერ გამოგზავნილი 25. 11. 1921 წლით დათარიღებული შიფროგრამა. იგი საკმაოდ ვრცელია და შედგება 11 მუხლისაგან. პირველი და მეოთხე მუხლები ეხება ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში რუსი წითელარმიელების შემოსვლის მარშრუტს, სამხედრო ნაწილების სახეობებს, დისლოკაციის ადგილებს და თარიღს. 5-8 მუხლები ეხება საბჭოთა რუსეთის სამხედრო შენაერთების სომხეთსა და აზერბაიჯანში. მოძრაობის მარშრუტებს, დისლოკაციის ადგილებს. მე-9 და მე-10 მუხლები ეხება ანკარის მთავრობის თბილისის წარმომადგენელს და წითელი არმიის პოლიტიკურ კომისარს პერდეს შორის საუბრის დეტალებს. პერდე ცდილობს დაასაბუთოს, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ჯარების გადმოსროლა საბჭოთა მთავრობის მოწინააღმდეგე იმპერიალისტების შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად იყო გამოწვეეული. მე-11 მუხლში მუჰამედ ბეგი აღნიშნავს, რომ რუსები არ ენდობოდნენ ქართულ საჯარისო შენაერთებს და რომ უახლოეს მომავალში მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ქართული ჯარის შესახებ[5].
შემდეგი თერთმეტი დოკუმენტი არის აღმოსავლეთის ფრონტის სარდლის კიაზიმ ყარაბექირ ფაშას მიერ გენშტაბისადმი გაგზავნილი მოხსენებითი ბარათები.
15. 04. 1921 წლით დათარიღებული დოკუმენტი შედგება სამი მუხლისაგან. მე-2 მუხლი ხუთი პუნქტისაგან. იგი საინფორმაციო ხასიათისაა. პირველ მუხლში კიაზიმ ყარაბექირი აცნობებს, რომ ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავების შემდეგ, მას ამ ეტაპისთვის არ გააჩნია ინფორმაცია ქართული წითელი არმიის შემადგენლობის შესახებ. იცის მხოლოდ, რომ ქართულ წითელ არმიას შეუერთდება ახალციხეში დისლოცირებული ნაწილები და 19 აპრილამდე ოთხი სახეობის სამხედრო შენაერთი ჩამოყალიბდება. მე-2 მუხლის პირველი ოთხი ქვეპუნქტი ეხება საქართველოში დისლოცირებული ბოლშევიკური სამხედრო ნაწილების სახეობას და რაოდენობას. აღნიშნული ინფორმაცია კიაზიმ ყარაბექირ ფაშამ მიიღო თბილისში მყოფი კავშირგაბმულობის ოფიცრის ჰუსამეთთინ ბეისაგან. იგივე მუხლის მე-5 პუნქტი ეხება სომხეთში დისლოცირებულ ბოლშევიკურ ნაწილებს. მესამე მუხლში კიაზიმ ყარაბექირ ფაშა იტყობინება, რომ ამ დროისთვის არ აქვს ინფორმაცია, თუ სად იმყოფება საქართველოს ანექსორი მე-11 არმია. აღნიშნულის შესახებ მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება[6].
24. 04. 1921 წლით დათარიღებული დოკუმენტიდან ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციაა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქართული წითელი არმიის შესახებ, რომ მას უკვე ჰყავს ორი ფეხოსანთა და ერთი ცხენოსანთა პოლკი თბილისში და ერთი ფეხოსანთა პოლკი ბათუმში. რუსების მიერ აღნიშნული სამხედრო შენაერთების სხვა ფრონტზე გადასროლის სურვილს გამოუწვევია დეზერტირობა. აქვე მოცემული ინფორმაციის მიხედვით არმიის მომარაგება არა არის საკმარისი. ეს ინფორმაცია კიაზიმ ყარაბექირს მიღებული აქვს იგივე ჰუსამეთთინისგან[7].
03. 08. 1921 წლით ათრიღებულ დოკუმენტში კიაზიმ ყარაბექირ ფაშა გენშტაბს ქართული წითელი არმიის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას აწვდის, რომ 1) ქართველებს აქვთ სურვილი შექმნან სამხედრო კორპუსი სამი ფეხოსანთა და ერთი ცხენოსანთა დივიზიისაგან. თუმცა, შეიარაღებისა და შემადგენლობის არასაკმარისი რაოდენობის გამო მათ ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, თბილისში ჩამოაყალიბეს 1-ლი ქართული დივიზია, რომლის მეთაურად დაინიშნა ვინმე „მაზთიფი“**. დივიზია შედგება ექვსი პოლკისაგან. სამასკაციანი ერთი პოლკი დისლოცირებულია ქ. თბილისში. მიმდინარეობს დანარჩენი ხუთი პოლკის ფორმირება. 2) უფრო ადრე შექმნილი ქართული სასაზღვრო ბრიგადა თბილისშია დისლოცირებული. ბრიგადის მეთაურია ვინმე „კაკაპატუ“***. იგი შედგება სამი - პირველი, ბათუმისა და ფოთის პოლკებისაგან. პირველი პოლკი შედგება სამი ბატალიონისაგან. მათგან პირველი ბატალიონი დგას ახალციხეში, მე-2 და მე-3 სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე. 3) ქართველები ჯარში იწვევენ 1900, 1901, 1902 წლებში დაბადებულ მამაკაცებს. მიღებულია მკაცრი კანონი დეზერტირობის შესახებ[8].
06. 08. 1921 წლით დათარიღებულ დოკუმენტში კიაზიმ ყარაბექირ ფაშა იტყობინება, რომ წითელმა არმიამ ჩაკეტა საქართველოს საზღვარი თურქეთთან და დაიწყო საზღვრის მონაკვეთის ქართული წითელი არმიის ნაწილებისათვის გადაცემა. ამ ეტაპზე გადაცემულია ახალციხე - აჭარისწყლის საზღვრის მონაკვეთი. რუსებმა დარჩენილი მონაკვეთის გადაცემის შესახებ უკვე აცნობეს ქართველებს. ქართველებმა ახალციხის მონაკვეთიდან აჭარისწყლამდე გახსნეს ათკაციანი საგუშაგოები და ჩააყენეს ორასამდე მესაზღვრე[9].
04. 10. 1921 წლით დათარიღებულ ცხრაპუნქტიან[10] და 06. 11. 1921 წლით დათარიღებულ შვიდპუნქტიან[11] დოკუმენტებში კიაზიმ ყარაბექირ ფაშა აგზავნის ინფორმაციას ქართული წითელი არმიის ნაწილების და მათი დისლოკაციის ადგილების შესახებ. ამას გარდა, მეორე დოკუმენტში არის ინფორმაცია სამხედრო მეთაურების ვინაობის შესახებ.
17. 11. 1921 წლით დათარირებული დოკუმენტი არის რვა პუნქტიანი. პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ბათუმში დისლოცირებულია 10 000-მდე რუსი წითელარმიელი. მათგან საზღვრებზე გადაგზავნილია 2000-მდე ჯარისკაცი. მეორეში - ასეთი რაოდენობის სამხედრო შენაერთების თავმოყრის მიზეზად სახელდება რუსების უნდობლობა ქართველებისადმი. მესამეში - რუსების მიერ დაპატიმრებულია მენშევიკების მომხრე 30 მოხელე და 300 უბრალო მოქალაქე. მეხუთეში - ბათუმის პორტში შევიდა 8 ინგლისური სამხედრო გემი. მიზეზად ქართველების უკმაყოფილება სახელდება. მეექვსეში - ბათუმის პორტში, ასევე, შევიდა ტორპედოებით აღჭურვილი რუსული წყალქვეშა ნავი. მერვეში - ახალციხის მიდამოებში მიმდინარეობს 25-ე წითელი ბრიგადის ჯარისკაცების ერთ ადგილზე თავმოყრა, რომლებიც დაიფანტნენ საკვების უკმარისობის გამო[12].
19. 02. 1922 წლით დათარიღებული დოკუმენტი შედგება ორი მუხლისაგან: 1) 17.02. 1922 წელს არდაგანის მხარის სამხედრო ნაწილის მეთაურის ინფორმაციის მიხედვით ახალციხესა და თბილისში მოხდა შეტაკება ბოლშევიკებსა და ქართველებს შორის. ბოლშევიკებმა დააპატიმრეს ქართული კომიტეტის წევრები და დაიწყეს, ასევე, ზოგიერთი მუსლიმის დევნა. ახალციხის სოფლებიდან გამოქცეული 20-მდე მუსლიმი თურქეთის საზღვარზე გადავიდა. მუსლიმთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალათ თბილისის საელჩოს და ბათუმის საკონსულოს. ხოლო, ლტოლვილების მიღების და დაბინავების საქმე - არდაგანის მხარის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციას[13].
21. 02. 1922 წლით დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში ქართველებსა და ბოლშევიკებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ დაღუპულია 200-მდე პიროვნება. ბოლშევიკებმა ახლაციხეში დააპატიმრეს მთავრობის ყველა წევრი. კიაზიმ ყარაბექირ ფაშას აღნიშნული ინფორმაცია მიღებული აქვს არდაგანის მხარის სამხედრო ნაწილის მეთაურისაგან[14].
28. 02. 1922 წლით დათარიღებული დოკუმენტში კიაზიმ ყარაბექირ ფაშა გენშტაბს აცნობებს, რომ ბოლშევიკებმა დააპატიმრეს ყველა ქართველი ოფიცერი, მუსლიმი და სომეხი ეროვნების მოხელეები. დაპატიმრებულთა რაოდენობა სამასამდე გაიზარდა. მიზეზად ბოლშევიკური ფულის ერთეულის წინააღმდეგ გამოკრული პროკლამაციები სახელდება. ეს ინფორმაცია მიღებულია არდაგანის მხარის სამხედრო ნაწილის მეთაურისაგან[15].
28. 02. 1922 წლით დათარიღებულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ართვინის მხარის სამხედრო ნაწილის მეთაურმა კიაზიმ ყარაბექირ ფაშას მიაწოდა, აჭარში დაიწყო ადგილობრივი ახალგაზრდების ქართულ წითელ არმიაში გაწვევა, რამაც ადგილობრივთა უკმაყოფილება გამოიწვია[16].
21. 11. 1921 წლით დათარიღებული დოკუმენტი წარმოადგენს მე-13 დივიზიის მეთაურის მოხსენებით ბარათს გენშტაბის ხელმძღვანელობისადმი. იგი ხუთპუნქტიანია. დოკუმენტის მიხედვით, 1921 წლის 17 ნოემბერს ბათუმის ბრიგადიდან სამხედროთა ერთი ჯგუფი თურქეთის საზღვარზე გავიდა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან იარაღი ამოიღო. ბათუმის სამხედრო ნაწილები ემზადებიან მენშევიკთა მომხრე რკინიგზის მუშების შესაძლო გამოსვლის ჩასახშობად. ბათუმის თურქი ეროვნების კომუნისტებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ არა ისმაილ ჰაქქის, არამედ ილჰან ნურის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლოდროინდელი ფრანგულ-თურქული მოლაპარაკებების გამო შესაძლოა ბათუმში რუსებს და თურქებს შორის მოხდეს დაპირისპირება. ასევე, შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება თურქებსა და აზერბაიჯანელებს შორისაც. აქვე არის ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს გახსნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პროქართული ორიენტაციის მქონე ჰასან თახსინ ხიმშიაშვილი. იგი ეწინააღმდეგება თურქულ ორიენტაციას და არის სანჯაყბეგზადე მეჰმედ ბეგის ოპონენტი[17].

Download 40,44 Mb.

Do'stlaringiz bilan baham:
1   ...   190   191   192   193   194   195   196   197   ...   295




Ma'lumotlar bazasi mualliflik huquqi bilan himoyalangan ©hozir.org 2024
ma'muriyatiga murojaat qiling

kiriting | ro'yxatdan o'tish
    Bosh sahifa
юртда тантана
Боғда битган
Бугун юртда
Эшитганлар жилманглар
Эшитмадим деманглар
битган бодомлар
Yangiariq tumani
qitish marakazi
Raqamli texnologiyalar
ilishida muhokamadan
tasdiqqa tavsiya
tavsiya etilgan
iqtisodiyot kafedrasi
steiermarkischen landesregierung
asarlaringizni yuboring
o'zingizning asarlaringizni
Iltimos faqat
faqat o'zingizning
steierm rkischen
landesregierung fachabteilung
rkischen landesregierung
hamshira loyihasi
loyihasi mavsum
faolyatining oqibatlari
asosiy adabiyotlar
fakulteti ahborot
ahborot havfsizligi
havfsizligi kafedrasi
fanidan bo’yicha
fakulteti iqtisodiyot
boshqaruv fakulteti
chiqarishda boshqaruv
ishlab chiqarishda
iqtisodiyot fakultet
multiservis tarmoqlari
fanidan asosiy
Uzbek fanidan
mavzulari potok
asosidagi multiservis
'aliyyil a'ziym
billahil 'aliyyil
illaa billahil
quvvata illaa
falah' deganida
Kompyuter savodxonligi
bo’yicha mustaqil
'alal falah'
Hayya 'alal
'alas soloh
Hayya 'alas
mavsum boyicha


yuklab olish