Amea folklor institutu



Download 40,44 Mb.
bet279/295
Sana21.02.2022
Hajmi40,44 Mb.
#16416
1   ...   275   276   277   278   279   280   281   282   ...   295

მეორე ნოველაში ,,ენგადი“ მთავარი მოქმედი პირი, გიორგი ვალუევი, ნახევრად ქართველია, მაშასადამე, მასში გენეტიკურად უკვე ჩადებულია ერთიან მთელში საკუთრივ მესა და მასთან გაერთიანებული უცხოს ერთარსებობა. პიროვნების ასეთი თვისება ორმაგ დატვირთვას სძენს მის სურვილს, გაეცნოს ხევსურებს, მისივე სიტყვით ,,უსაიდუმლოეს ტომს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კავკასიის ტომთა შორის“ [რობაქიძე 1994:].

მთავარი პერსონაჟი აქაც გამოეყოფა თავის ჯგუფს, რათა უკეთ შეიცნოს ხევსურული სული, მაგრამ ეს ერთი ხელის მოსმით, ანუ ერთი ქმედებით ვერ მოხდება. მან უნდა მოახერხოს გაიაროს ერთგვარი პრელიმინალური დერეფანი და ფიზიკური სიახლოვიდან შეძლოს სულიერად შეაღწიოს ტომის ერთიანობაში. ხახმატის დღესასწაულზე პერსონაჟი ხვდება, რომ ის შინაგანად ვერ გახდა ზიარი, დარჩა მხოლოდ მაყურებელი. შეიგრძნო, რომ ,,ტომი იყო ერთიანი, მასში გამქრალიყო ცალკეულობა, მონადიმენი ფიზიკური წევრები იყვნენ მხოლოდ ერთი უხილავი მთელისა“. ამ მთელში შესაღწევად საჭიროა ინიციაციის საფეხურების გავლა. გირგი ვალუევი ხევსურს ძმად გაეფიცება, ამით იწყება ტომში შეღწევა და მასთან გაერთიანება. ლიმინალური მყოფობა კი იწყება შედარებით გვიან, როცა ის ხევსურული წაწლობის მონაწილე ხდება. გმირი აანალიზებს სწორფრობის რიტუალს და ხვდება, რომ აქ არ არის მრუშობა. ეს რიტუალი ღმერთთან მიახლებისა და მისი შეგრძნების წმინდა გამოხატულებაა. მისი ფესვები უძველეს წარსულში იკარგება და აუცილებლად მოიაზრებს უცხოს არსებობას. პერსონაჟიც გრძნობს თავს უცხოდ, ამავე დროს კი ღვთიურ არსად. ხევსურ გოგონასთან განმარტოებით მთავარი მოქმედი პირის შემეცნება ლიმინალურ მყოფობას ერწყმის. ამ დროს ის საკრალურს ეხება. ეს არის უარსებითესი დეტალი, რითაც ორივე ნოველის მოქმედი პირები ლიმინალურს ღვთაებრივთან მიახლებით შეიგრძნობენ. ინკორპორაციული რიტუალი ,,უცხოს“ ტომის თანაზიარად აქცევს. ისიც ხდება იმ ერთიანისა და მთელის ერთი ნაწილი, რომელიც უკვე მარადიულობასა და უკვდავებას გრძნობს, რადგან ზღვრული მდგომარეობა დროისა და სივრცის კატეგორიებს უარყოფს. პერსონაჟსაც დაკარგული აქვს რეალური დროისა და სივრცის შეგრძნება. ხოლო, როცა ლიმინალური ფაზის დატოვების ჟამი დგება, გიორგი ვალუევს უჭირს დაუბრუნდეს ძველ მყოფობას. ის ტოვებს ხევსურეთს, ეს პოსტლიმინალური ფაზაა. პერსონაჟი მიჰყვება თავის გუნდს, მაგრამ მისი არსი რჩება ხევსურეთში. ქართული ფრაზეოლოგიზმი, ,,მომწყდა გული“, ზუსტად ასახავს მწერლის სათქმელს. თუ ადამიანის გული მითიურად დაგლეჯილი ღმერთის ნაწილია, მაშინ პერსონაჟს, რომელიც შეერწყა საკრალურს, გული მოსწყდება და ღმერთთანვე დარჩება. ვალუევი სულიერად რჩება იმ მთელში, რომელიც ნოველის დასაწყისისას მისთვის უცხო იყო და ასევე თავადაც უცხოდ რჩებოდა. ახლა კი ის თავისი ჯგუფის წევრებისათვის უცხოვდება. მას არ შეუძლია დარჩენა, მაგრამ წასვლაც უდიდესი ტანჯვის ტოლფასია.


ამრიგად, ნოველათა ანალიზისას ლიმინალურმა თეორიამ მოგვცა საშუალება შეგვეცნო გრიგოლ რობაქიძის დამოკიდებულება კავკასიური ფენომენის მიმართ. კავკასია წარმოდგა როგორც ერთიანი მთლიანი, რომელშიც გაერთიანებული სხვადასხვა და ერთი შეხედვით ერთმანეთისათვის უცხო

Download 40,44 Mb.

Do'stlaringiz bilan baham:
1   ...   275   276   277   278   279   280   281   282   ...   295




Ma'lumotlar bazasi mualliflik huquqi bilan himoyalangan ©hozir.org 2024
ma'muriyatiga murojaat qiling

kiriting | ro'yxatdan o'tish
    Bosh sahifa
юртда тантана
Боғда битган
Бугун юртда
Эшитганлар жилманглар
Эшитмадим деманглар
битган бодомлар
Yangiariq tumani
qitish marakazi
Raqamli texnologiyalar
ilishida muhokamadan
tasdiqqa tavsiya
tavsiya etilgan
iqtisodiyot kafedrasi
steiermarkischen landesregierung
asarlaringizni yuboring
o'zingizning asarlaringizni
Iltimos faqat
faqat o'zingizning
steierm rkischen
landesregierung fachabteilung
rkischen landesregierung
hamshira loyihasi
loyihasi mavsum
faolyatining oqibatlari
asosiy adabiyotlar
fakulteti ahborot
ahborot havfsizligi
havfsizligi kafedrasi
fanidan bo’yicha
fakulteti iqtisodiyot
boshqaruv fakulteti
chiqarishda boshqaruv
ishlab chiqarishda
iqtisodiyot fakultet
multiservis tarmoqlari
fanidan asosiy
Uzbek fanidan
mavzulari potok
asosidagi multiservis
'aliyyil a'ziym
billahil 'aliyyil
illaa billahil
quvvata illaa
falah' deganida
Kompyuter savodxonligi
bo’yicha mustaqil
'alal falah'
Hayya 'alal
'alas soloh
Hayya 'alas
mavsum boyicha


yuklab olish