ადამიანის რაობის, მარადიულ მყოფობაში მისი როლის განმსაზღვრელ ფაქტორად გრიგოლ რობაქიძისათვის უფლისაკენ პიროვნების განუწყვეტელი სწრაფვა იქცა. რაც თავისთავად გაიაზრებოდა, როგორც კაცობრიობის ერთ არსად შემკვრელი მიზანი. ბიბლიური სენტენცია ,,შეიცან თავი შენი“ გრ. რობაქიძისათვის ნიშნავს ადამიანის მიერ საკუთარ მეში ღმერთის გააზრებასა და ხილვას. ეს არის ის მდგომარეობა, როცა იკვრება მითოსისათვის დამახასიათებელი ერთიანი მთელი, რომელმაც არ იცის დაშლა ობიექტური მგრძნობელობისა და სუბიექტური აღქმის ფაქტორებად [კროიცერი 1984:]. ამ მთელში თავისთავად ერთიანდება ადამიანი, ეთნოსი, კაცობრიობა, უფალი. ვფიქრობთ, რომ „კავკასიური ნოველების“ ძირითადი გამაერთიანებელი იდეა, რითაც თემატურად სხვადასხვა ნოველა ერთ კრებულში ექცევა, არის სწორედ აღნიშნული მთლიანობისაკენ სწრაფვა,–ზღვრული ბარიერების დაძლევა და ერთ არსად ქცევა. იმისათვის, რომ სათქმელი უკეთესად წარმოგვეჩინა, მივმართეთ ლიმინალურ თეორიას და მისი ძირითადი პოსტულატები გამოვიყენეთ ნოველათა ამ შეხედულებით გასააზრებლად. ფრანგული ანთროპოლოგიის წარმომადგენლის ვან გენეპის მიხედვით ადამიანთა ჯგუფებისათვის, ასევე ცალკეული ინდივიდებისთვის ცხოვრება არის განცალკევება და კვლავ გამთლიანება. ნებისმიერი ტიპის ცვალებადობისათვის დამახასიათებელია სამი ფაზა: გამოყოფა, ანუ სეპარაცია, მარგინალობა, ანუ ლიმინალობა და გაერთიანება, ანუ ინკორპორაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ფაზა, რომელშიც სუბიექტი არსებული სოციოკულტურული გარემოსაგან, როგორც რეალობისაგან გამიჯნულია. ის იმყოფება ლიმინალურ, ანუ ზღვრულ მდგომარეობაში [Civil_ენციკლოპედიური ლექსიკონი]. სხვადასხვა ლიტერატურულ ტექსტში ლიმინალურის ცნება ეფუძნება სამყაროს, კერძოდ კი დროისა და სივრცის გააზრების სუბიექტივისტურ ტენდენციებს. რის შედეგადაც ინდივიდი შეიცნობს საკუთარი არსებობის იდეას. გრიგოლ რობაქიძის თხზულებებში პერსონაჟთა ლიმინალური პოზიცია ითავსებს ადამიანის მიერ საკრალურთან მიახლებისა და შერწყმისაკენ სწრაფვას. ,,კავკასიური ნოველების” ორ თხზულებაში, ,,იმამ შამილი” და ,,ენგადი”, თუმცა სხვადასხვაგვარად, მაგრამ იდეურად ერთნაირად, წარმოჩენილია მწერლის ძირითადი საზრისი: ,,ადამიანის გული ნაწილია მითიურად გაგლეჯილი ღმერთის”. (ხაზგასმა აქაც ჩვენია–ზ.კ.)
ნაშრომში ,,Rites de passage(1908) ვან გენეპმა არა მხოლოდ თეორიულად ჩამოაყალიბა ლიმინალობის მნიშვნელობა, არამედ პრაქტიკულად წარმოაჩინა მისი მაკოორდინირებელი როლი, ერთი მხრივ, სეზონური ცვალებადობის, მეორე მხრივ კი_ინდივიდუალური ცხოვრების სტილის შეცვლის პროცესში. გადანაცვლების რიტუალი, ვან გენეპის აზრით, ნებისმიერი ტიპის ცვალებადობის (ადგილის, ქვეყნის, სოციალური სტატუსის შეცვლის, ასაკობრივი ცვალებადობის და სხვა) აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს და გამოკვეთს იმ დიქოტომიას, რომელიც არსებობს ,,გამყარებულ” და ,,გადანაცვლებად” სტრუქტურებს შორის. ვან გენეპი თვლის, რომ
Do'stlaringiz bilan baham: |